იმედი L, როგორც კერძო სექტორის მხარდამჭერი სადაზღვევო კომპანია, ტურიზმის ასოციაციის წევრებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის საუკეთესო შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე ტურიზმის ასოციაციის წევრებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის ვებინარი გაიმართება.
ღონისძიებაზე Wandero-ს გუნდი მონაწილეებს გააცნობს AI პლატფორმას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს შემოსულ მოთხოვნებს, რამდენიმე წამში ქმნის მომხმარებელზე მორგებულ ტურებს და ამარტივებს კომუნიკაციის პროცესს. Wandero-ს პლატფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: wandero.ai
ვებინარი იმედი L-ის მიერ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გათვლილი შეხვედრების სერიის ნაწილია და მიზნად ისახავს, ტურისტულ კომპანიებს AI-ის გამოყენებით ყოველდღიური პროცესების გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები გააცნოს.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის იმედი L-ის პარტნიორი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები უნდა ეწვიონ ბმულს: imedil.info/webinar
რეგისტრაციის შემდეგ, Google Meet-ის შეხვედრის ბმული მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.
(R)