შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით ინფორმაციაზე - ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ - საქმე გვაქვს იგივე სექტასთან, რომლისთვისაც მთავარი ზიზღის გადმოფრქვევაა და ამისთვის ნებისმიერ საკითხს იგონებს და იჯერებს

ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ – საქმე გვაქვს იგივე სექტასთან, რომლისთვისაც მთავარი ზიზღის გადმოფრქვევაა და ამისთვის ნებისმიერ საკითხს იგონებს და იჯერებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც აცხადებს, რომ ციხის თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს.

როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ ვიდეო მასალა იმის საჩვენებლად გამოაქვეყნა, რომ პატიმრის მიმართ ძალადობა არ ყოფილა და ამ ვიდეოზე ამტკიცებენ, რომ ძალადობაა.

პაპუაშვილის თქმითვე, „ამ ყველაფრის განსჯას საღი აზრი სჭირდება და ადამიანი დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი დესტაბილიზაციაა“.

„არიან იგივე სახეები, იგივე ექსტრემისტული ჯგუფები, რომელსაც ამ კამპანიის ავანგარდში ვხედავთ. იგივე მსოფლიოს პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი ონლაინ გამოცემები, რომლებიც ასევე დეზინფორმაციული კამპანიის ავანგარდში არიან ხოლმე. არის იგივე მცდელობა იმისა, რომ აბსოლუტური აბსურდი რაღაც საკითხად წარმოაჩინონ - არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ.

მარტივი საღი აზრია, რომ ამ პატიმარმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ძალადობა იყო. საკითხი სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა, ვიდეო ჩანაწერები ნახა და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის მერე რამდენიმე პროცესი გაიმართა, სადაც ეს ადამიანი თავადაც იყო და არაფერი უთქვამს. ვნახეთ, რომ არავის არაფერი არ უთქვამს და რატომღაც ერთი კვირის წინ საკითხი ხელახლა წამოწიეს. წამოწიეს მაშინ, როცა ეს ვიდეოები დაარქივებულია, ნანახია და ყველაფერი გარკვეულია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.

პენიტენციურ სისტემას ბრალი წაუყენეს. პენიტენციურმა სისტემამ და იუსტიციის სამინისტრომ ვიდეო ჩანაწერი იმის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. წარმოიდგინეთ აბსურდი, რომ გვაჯერებენ იმას, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენება რომ ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ძალადობაა?! - ეს ხომ აბსურდია!

საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს და დღეს ეუთოში ამ საკითხზე შეხვედრა ჩაატარეს. თითქოს საღ აზრზე მყოფი ადამიანები დგანან და ზრდასრულ ადამიანებს უმტკიცებენ, რომ მოძალადე აქციის დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ეს იგივე ხალხია და იგივე ჯგუფია, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს და იგივე ჯგუფია, ვინც ამას იჯერებს - ეს იგივე სექტა, რომელსაც საღი განსჯის უნარი არა აქვს, რადგან შეპყრობილია ზიზღით. ზიზღის გადმოსაფრქვევად ოღონდ რაიმე წითელი ნაჭერი აუფრიალონ და ყველაფერს აკეთებენ!

ეს ის ხალხია, რომელსაც აჯერებდნენ და რომელმაც დაიჯერა, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, კედლებზე დახატული იყო ნიშნები, რომელსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა და დივერსანტები კატებს ხატავდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც ამბობდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე 300 000 ადამიანი არსაიდან გაჩნდა და შემდეგ გაქრა. რაც მთავარია, ამას იჯერებენ!

ეს არის სექტა სოცმედიაში, რომელიც ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთს ატყუებს, ერთმანეთს აგიჟებს, მერე თავადვე ბრაზდებიან და ამის გაგრძელებაა, რომ ბოლოს ერთმანეთში იჩხუბებენ და დაიშლებიან.

აქ მთავარია ის, რომ ამ ყველაფრის გვერდში მდგომი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მედიებია, რომელიც მედლებს-მედლებზე და დიპლომებს-დიპლომებზე იღებს, რათა სხვადასხვა ჯგუფებს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში დაეხმარონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა