დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაზე ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე ისაუბრებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი “ძალიან მალე” შედგება. ამასთან, კითხვაზე, თუ რას აცხადებდნენ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა:

„ამ ეტაპზე ძალიან სიღრმისეულ განხილვებს ვაწარმოებთ. ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, სავარაუდოდ, ხვალ შევძლებთ“.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას რუსეთის ირკუტსკის ოლქში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა, და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. უწყების განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები ჯერ არ დადასტურებულა. ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებით, „ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ საფრთხე ემუქრება შეერთებულ შტატებს“, თუმცა უწყება და მისი პარტნიორები სხვადასხვა უწყებიდან მზად არიან და სიტუაციაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე