საქართველოში პირველად, იმედი L-ის პორტალიდან და აპლიკაციიდან უკვე შესაძლებელია მედიკამენტების შეძენა

პირველად საქართველოში, იმედი L მომხმარებლებს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალ ციფრულ შესაძლებლობას სთავაზობს: სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციიდან და პორტალიდან უკვე შესაძლებელია მედიკამენტების, ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების შეძენა.

ახალი სერვისი დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო პროდუქტები „GPC-სა“ და „ფარმადეპოში“ პირდაპირ იმედი L-ის ციფრული სივრციდან შეარჩიონ და შეკვეთა რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გააფორმონ. შესაძლებლობა ვრცელდება როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე გასაცემ მედიკამენტებზე.

განსაკუთრებით მარტივია პროცესი მიმართვით მედიკამენტების შემთხვევაში: მომხმარებელი საკუთარ სივრცეში ხედავს გამოწერილი მედიკამენტების ჩამონათვალს და მათი შეძენა იმედი L-ის აპლიკაციიდან ან პორტალიდან შეუძლია. ექიმის მიმართვიდან მედიკამენტის შეძენამდე სრული პროცესი ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მომხმარებელს აღარ უწევს რამდენიმე პლატფორმის გამოყენება.

„ჩვენთვის ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ არსებული სერვისების ონლაინ სივრცეში გადატანას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესები უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა სწორედ ამ ხედვის ნაწილია; გვსურს, იმედი L-ის აპლიკაცია და პორტალი ეტაპობრივად იქცეს სივრცედ, სადაც მომხმარებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სულ უფრო მეტ საჭიროებას სწრაფად და კომფორტულად მოაგვარებს“, აცხადებენ იმედი L-ში.

მედიკამენტების ონლაინ შეძენის ფუნქციონალი იმედი L-ის ციფრული სერვისების განვითარების ნაწილია. კომპანია აპლიკაციისა და პორტალის შესაძლებლობების გაფართოებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა მომხმარებელმა დაზღვევასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საჭიროებების მართვა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს.

Imedil.ge

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე