პრემიერი - საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს

საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს.

„უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, ე.წ. EQAR-ის გადაწყვეტილებით საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის EQAR-თან. შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო პერიოდში კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებები და ამას დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. ეს სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განვითარებას და ეს არის ჩვენი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე