ირაკლი კობახიძე - პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან - ჩემთვის კორუფციაც არის „ნაცობა"

თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა საგარეო მიმართულებაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპულად გაათავისუფლეს ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან.

„ბუნებრივია, აქაც იყო გუნდი და გუნდის პოლიტიკას, გუნდის ქმედებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგები. ეს არის რეალური სურათი.

გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, თუკი ვინმემდე შეიძლება დავიყვანოთ წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველა წარმატება არის გუნდის და გუნდურობის შედეგი, იქნება ეს საგარეო სფეროში, ეკონომიკის სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუკი რაიმე არის პერსონებზე დამოკიდებული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პერსონაზე დამოკიდებული, ეს არის, პირველ რიგში კორუფცია. ჩვენ რაც გავაკეთეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ის, რომ გავასუფთავეთ მთლიანად ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. ქვედა დონეზე გრძელდება მუდმივად მუშაობა. ჩვენ გავაკეთეთ ეს და აქაც, მთავარი დამსახურება მიუძღვის ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს, რომელიც გამოვიდა პარტიის ყრილობაზე და მკაფიო მინიშნება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამას სჭირდებოდა აღსრულება და ჩვენ აღვასრულეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება, ჩვენ მოვახერხეთ სწორედ ბოლო 2 წლის განმავლობაში. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა პრინციპული გარდატეხის შესატანად და წელსაც გრძელდებოდა ეს პროცესები და წლის ბოლომდე კიდევ რაღაცებს მივიყვანთ ბოლომდე. პრინციპულად გავათავისუფლეთ ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან. თუ სადმე შეიძლება ვისაუბროთ ვინმეს პერსონალურ როლზე, ეს არის ზუსტად ის თემა - კორუფციასთან ბრძოლა.

ამ თემებში სიღრმისეულად ვერ შევალთ. ძალიან კარგად იცის მან, საიდან დაიწყო ეს პრობლემები, რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ იყო პრემიერი, 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო, ვინ იყო მაშინ პრემიერი. მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა. როცა იცის, რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის „ნაცობა". აქედან ჩანს, რომ „ნაცობა" არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას. „ნაცური" აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა", არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა". ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე