ტობიას კრემერი - „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის  რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს, ქართველებს აღარ სურთ - უნდა დავუწესოთ სანქციები ივანიშვილს და გავისტუმროთ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია

„ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით - საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

“კოლეგებო, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად უნდა ეშინოდეს მას საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემოს, ჟურნალისტები დააპატიმროს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენოს? სწორედ ამის მოწმეები ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორებით და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით - საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობით. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს აღარ სურთ, კვლავ „ჰომო სოვეტიკუსებად“ (საბჭოთა ადამიანებად) იქცნენ. მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და ხმა არ ამოიღონ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.

“ქართველებმა უკვე იგემეს თავისუფლება, იგემეს ევროპა და არცერთ მათგანზე უარს არ იტყვიან. სწორედ ამიტომ არც ჩვენ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე, ამიტომ უნდა დავუდგეთ მხარში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი, ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს და ამიტომ უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია - ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ ფურცლებზე, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე