ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს - რაც ადრე ბელარუსშიც ვნახეთ, - ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

“ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი და მძევლად ქცეული ხალხი.ორივე რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს - ორივე მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ორივე საკუთარი ერის მომავალს ანადგურებს. პუტინის მსგავსად, მათაც თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ეშინიათ. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ევროპულ ფონდებსაც აძევებენ, მაგალითად, კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ქართველო ხალხი ხელისუფლებისგან განსხვავდება და მუდმივად იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.

“ირონიულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა; ანუ, მათ დემოკრატია შეისწავლეს, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი სრულიად განსხვავდება ამ რეჟიმისგან. ისინი, ჩვენსავით, მთელი არსით ევროპელები არიან და მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი - რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა. ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარიაც, თავისუფალი იქნება. ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა,ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე