აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ თვლიან, რომ რუსეთში "შავ ჭირთან" დაკავშირებით ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიურ იარაღს უკავშირდება.
კითხვაზე, რუსეთში შავი ჭირის კონტექსტში არის თუ არა “ბიოლოგიურ იარაღზე” საუბარი, ტრამპმა აღნიშნა: “მალე გავარკვევთ ამას, მაგრამ ასე არ ვთვლით”.
მისი თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა ამერიკელ კოლეგებს პირობა მისცეს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამავდროულად აღიარა, რომ გარკვეული მსგავსებაა იმასთან, თუ როგორ ამტკიცებდნენ 2020 წლის დასაწყისში ჩინელი მაღალჩინოსნები, რომ მოახერხეს COVID-19 ვირუსის შეკავება, ვიდრე გლობალური პანდემია არ გამოიწვია.
“ჩინეთი ბევრს არ ამბობდა და რუსეთიც ბევრს არ ამბობს, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ სიტუაცია სრულიად კონტროლს ქვეშ არის”, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან ამ შემთხვევაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ელის და მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთი აქამდე არ ჩქარობდა ამის გაკეთებას.
“ამწამს შევხვდი ჩვენს სპეციალისტებს. შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს. ყველაფერი იციან იმაზე, რაც ხდება და მთელი ეს ინფორმაცია მათ მისდით”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი, მაგრამ არ დააკონკრეტა როდის.