კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადამიანები რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში ემსხვერპლნენ. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მაშველებმა 22 ადამიანი გადაარჩინეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, რამაც ხანძარი შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია.