სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიას განუცხადა.
“რაც შეეხება უახლოეს მომავალში სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის თანასწორუფლებიანი ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას, ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ამისთვის რაიმე წინაპირობას ვერ ვხედავთ. პირიქით, თბილისიდან რეგულარულად გვესმის რიტორიკა, რომელიც გამსახურდია–სააკაშვილის პერიოდის ლოზუნგებს ეხმიანება. სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით მზად არ არის, ჩვენთან თანასწორობის საფუძველზე ისაუბროს”, - აღნიშნა ჯიოევმა.
მისი თქმით, სანამ რეგულარული შეხვედრები გრძელდება, კომპრომისის მიღწევის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, „რისთვისაც ყველა მონაწილე მხარისგან მტკიცე პოლიტიკური ნება და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნაა საჭირო“.