ვასო ურუშაძე - საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები ხელისუფლებასთან კარტელურ გარიგებაში არიან

საქართველოში ფასების ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე, ეს არის საქართველოში კარტელური გარიგების და კორუფციული შეთანხმების შედეგი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო ინფორმირებულია საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის მატებაზე საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად, თუმცა მათგან რეაგირება არ არის. ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ეს არაფერია თუ არა „გულგრილობა მათი მხრიდან და კორუფციული დაინტერესება“.

„საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები არიან კარტელურ გარიგებაში ხელისუფლებასთან. ამის დადასტურებაა, უახლესი 10 დღის დინამიკა. 15 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი შემცირდა 12%-ით, თუმცა საქართველოში ჩვენ ვნახეთ, რომ იმპორტიორი კომპანიებიდან ფასი არც ერთმა არ შეამცირა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არსებობს კარტელური გარიგება და მაშინ როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ისინი ამაზე არ რეაგირებენ, ხოლო როდესაც ძვირდება ისინიც მყისიერად აძვირებენ. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ძარცვა. საქართველოში ფასების ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე, ეს არის საქართველოში კარტელური გარიგების და კორუფციული შეთანხმების შედეგი.

კონკურენციის სააგენტო ამის შესახებ ინფორმირებულია, შეგიძლიათ მათ ხელმძღვანელობას ჰკითხოთ. ისინი ამას უწოდებენ პრაქტიკას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის არა პრაქტიკა, არამედ კარტელური შეთანხმება და ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგება. კონკურენციის სააგენტო ამის შესახებ ინფორმირებულია და არ რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გულგრილობა მათი მხრიდან და კორუფციული დაინტერესება.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები საქართველოში ნავთობპროდუქტებზე იმ პირობებშიც კი, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკაა. ეს არის აქციზის განახევრება, დღგ-ს განაკვეთის შემცირება და კარტელური შეთანხმებების დაშლა. კონკურენციის სააგენტომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ადგილზე უნდა იყოს მყისიერი რეაგირება, შემცირება ავტოგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და კონკრეტული რეაგირება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს სამწუხაროდ, მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ბაზარზე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის