ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ოთხშაბათის სხდომაზე დაიბარეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი წინადადება წარადგინა პარლამენტის წევრმა პარტია „ხალხის მსახურიდან“, მარიანა ბეზუგლაიამ. მას მხარი დაუჭირა პარლამენტის 151 წევრმა, რვამ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ცხრამ თავი შეიკავა.

„ხედავთ, რა ხდება დედაქალაქში. კლიჩკოსთვის ერთხელაც არ მოგვისმენია და ეს საკითხი პოლიტიკურ პარტიებს ან ძალებს არ ეხება“, - განაცხადა ბეზუგლაიამ წინადადების წარდგენისას.

8 ოქტომბერს კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების გააქტიურების გამო კიევი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, როდესაც გადარჩენის საკითხი დგას. მან იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ურჩია, დროებით გადასახლების შესაძლებლობა განიხილონ.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის საქალაქო ხელისუფლებამ თითქმის სრულად ვერ შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომების გატარება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში