გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმი ფორსირებულად ახორციელებს ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას - ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე „ქოცს“ წარმოუდგენია

ამ ფორსირებული კამპანიით „ქართული ოცნების“ რეჟიმი მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ მისი მიზანი არის ერთპარტიული რუსული კორუმპირებული ჭაობი და დიქტატურა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველოსთან მიმართებით „თემას იანვარში დაუბრუნდებიან“.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, პირდაპირ, ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი, პირდაპირ, ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ევროპულ კავშირს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ადეკვატური და ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე „ქოცს“ დღეს წარმოუდგენია.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს და დღეს საკუთარი მოქმედებით და მათ შორის, ამ ფორსირებული კამპანიით „ქართული ოცნების“ რეჟიმი მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ მისი მიზანი არის ერთპარტიული რუსული კორუმპირებული ჭაობი და დიქტატურა. რასაკვირველია, ეს არის საბოლოოდ ჩაცემენტება იმ ანტიევროპული კურსისა საქართველოში, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოხატულად და ღიად. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი შეფასება და მოქმედება“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება და სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე. მისივე ინფორმაციით, ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას იძლევა და ამ თემას იანვარში დაუბრუნდებიან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში