თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის წინასასამართლოს სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანის, დ.პ.-ს წინასასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ინასარიძე მოკლეს. აღნიშნულზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში