ზვიად შალამბერიძე - ძალიან სიამოვნებით ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა

ძალიან სიამოვნებით ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში - თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ისურვებდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.

„მე, მაგალითად, ძალიან სიამოვნებით მოვუსმენდი და ვუყურებდი იმას, თუ როგორ გაიმართლებს თავს ესა თუ ის ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ კონკრეტული ფაქტებისგან, რომელიც ჩვენ ამ სარჩელში გვაქვს მოყვანილი. თუ რომელიმე ამას არ აპირებს, ეს არის უბრალოდ დამალვა და გაქცევა იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მათ წლების განმავლობაში აქვთ ქართული საზოგადოების და კონკრეტულად, მათი ამომრჩევლის წინაშე ნაკისრი. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად ვისურვებდი რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და თვითონ ეს პროცესი იყოს მთლიანად გამართული," - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლო პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში