მიხეილ სააკაშვილი - პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად

პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს, „უზარმაზარ შარშია დიქტატორის კოლაბორაციონისტული „ჩმორული“ პოლიტიკა დედა რუსეთთან“.

„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად. ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული „ჩმორული“ პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესი 21 ოქტომბრიდან იწყება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში