ნიკო კვარაცხელიას დედა - გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ითხოვს პასუხს, ვინ დაუკვეთა მისი შვილის მკვლელობა ახალგაზრდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, „გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“.

როგორც მოკლული ახალგაზრდის დედა სოციალურ ქსელში წერს, ყველაფერი გაცხადდება.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით, და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე (ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით, ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით!

გამეცეს პასუხი ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!

ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის…. ყველაფერი გაცხადდება!“- წერს იზა ომაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. რაც შეეხება, ბესარიონ ჟვანიას, ის ძებნაშია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში