ელენე ხოშტარია - “დროა” კოალიციასთან და ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას “ოცნების” განადგურების სხდომებში - ბიძინამ მომთავრება არაერთხელ სცადა, არ გამოუვიდა, ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება

ბიძინამ მომთავრება არაერთხელ სცადა. ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება , - ამის შესახებ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

როგორც ხოშტარია თავის გზავნილში აღნიშნავს, “დროა” დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვის სხდომებში მონაწილეობას მიიღებს.

“ოცნების ბოლო გადაწყვეტილება არის:

სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ჰქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ჰქონია. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო 9 აპრილს, საქართველო აღარ იარსებებს, მსგავს სახელმწიფოებში ადამიანები არიან უბედურები და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეკრძალებათ.

ეს გადაწყვეტილება არის, ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიცივილიზაციური თავისი ფორმით და შინაარსით. რა თქმა უნდა, მათ ეს პროცესი დაამთხვიეს ევროპაში მსჯელობას. რა თქმა უნდა, სარჩელის შინაარსში ჩაწერილია და ზოგადად სასამართლო პროცესებში ევროპა გამოცხადებულია მტრად. რა თქმა უნდა, ეს ხდება ევროპის ლანძღვის ფონზე და ევროპული წესების სრული განადგურებით. ეს უბრალოდ კი არ უგულებელყოფს, არამედ მიზნად ისახავს დასავლეთთან დაპირისპირებას, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროა.

ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების. დღეს, რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, ჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა და ამ პროცესის დაჩქარება ხდება მათ შორის რუსეთის ამგვარი დაკვეთით, რომ სწრაფად მომთავრდეს საქართველოს საკითხი და რუსეთმა გამოიყენოს, როგორც რეგიონში გამარჯვების შემთხვევა, ამას კი სჭირდება ხაზგასმით ყველაფერი ევროპულის განადგურება ქვეყანაში: კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის, ენჯეოების. აი ამ ამოცანას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.

ბიძინამ მომთავრება არაერთხელ სცადა.

ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.

შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.

ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება.

ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა. 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან.

პ.ს. პარტია “დროაც”, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, “დროა” კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას “ოცნების” განადგურების სხდომებში”, - წერს ელენე ხოშტარია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში