ირაკლი კირცხალია - ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა - ეს ჩვეულებრივი მომენტია, დარჩა ორი დღე და შეხვედრის შემდეგ განცხადებაც იქნება

ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინტერესი სწორედ ამ ფაქტმა გაამძაფრა, თუმცა კირცხალიას განცხადებით, ეს ჩვეულებრივი მომენტია და შეხვედრის შემდეგ განცხადებაც იქნება.

"ლოგიკურია, რომ ინტერესი არის საზოგადოების მხრიდანაც, მედიების მხრიდანაც განსაკუთრებით. იცით, რომ პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს. იცით, როგორ ფორმატებში ვიკრიბებით. მიჩვეულია ყველა, რომ ტრადიციულად იმართება ყოველ ორშაბათს ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეკრება, როდესაც პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ასე რომ, დარჩა ორი დღე და განცხადებაც იქნება შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “იმედის“ ეთერში.

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს