დონალდ ტუსკი უკრაინაზე - ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს ერთმანეთის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის

შევხვდი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პოლონეთის პრემიერი კარგადაა ინფორმირებული რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ მძაფრდება ეს სიტუაცია ყოველდღიურად.

“რუსები თითქმის განუწყვეტლივ იყენებენ „შაჰედებს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში დაეხმარება”, - აცხადებს ზელენსკი.

თავის მხრივ, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთი და უკრაინა არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები არიან, არამედ მეგობრებიც, რომლებსაც ერთმანეთის იმედი რთულ დროსაც შეუძლიათ ჰქონდეს.

“ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის”, - აცხადებს დონალდ ტუსკი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს