აშშ-ის სკოლაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილობრივმა შეიარაღებულმა მოქალაქემ განახორციელა.

ბენდის პოლიციის უფროსმა მაიკ კრანცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ 5, 8 და 11 წლის ბავშვები და ერთი მასწავლებელი. გარდა ამისა, 7 წლის მოსწავლე და 54 წლის მასწავლებელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თემის წევრმა, რომლის ვინაობაც მას არ დაუსახელებია, დაინახა, როგორ შევიდა ეჭვმიტანილი სკოლაში და მას გაეკიდა.

Reuters-ი წერს, რომ შეერთებულ შტატებში სროლის თითოეული შემთხვევა ხელახლა ააქტიურებს დებატებს იარაღთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ქვეყანაში, სადაც იარაღის ფლობის უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა დაცული. იარაღის ფლობის უფლების მომხრეები მასწავლებლების თავდაცვის მიზნით შეიარაღების იდეას უჭერენ მხარს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს