გერმანიის ფინანსთა მინისტრი - გერმანია უკრაინას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ლარს კლინგბაილის განცხადებით, გერმანია 50 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად.

კლინგბაილის თქმით, საკითხი ამჟამად პარლამენტშია განსახილველად და მოსალოდნელია, რომ მას ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაამტკიცებენ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა როლან ლესკიურმა ხუთშაბათს, ბანგკოკში განაცხადა, რომ „დიდმა შვიდეულმა“ უკრაინისთვის, ატომური ელექტროსადგურის აღდგენის მიზნით, 260 მილიონი ევრო შეაგროვა.

„გუშინ ცხადი გახდა, რომ ყველა ჩართული მხარე აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და სურს, თავისი წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 9 ნოემბერს პარიზში კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანი დონორების შეკრება და დამატებითი სახსრების მოძიებაა, ვინაიდან სადგურის სრულ აღდგენას, წინასწარი შეფასებით, 500 მილიონი ევრო დასჭირდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს