Reuters - უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

იმ სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და დრონებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან გაიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც დასავლელი ოფიციალური პირები არიან.

წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი SpaceX-ის სერვისი - Starshield-ი - უნდა შეეზღუდათ, კერძოდ, მისი მუშაობის სიჩქარე შეემცირებინათ.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, არ დააკონკრეტეს, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში, ან ვინ იყო პასუხისმგებელი ბრძანების აღსრულებაზე. აღსანიშნავია, რომ პენტაგონი Starlink-ის სერვისის სამხედრო დანიშნულების ვერსიის - Starshield-ის - უმსხვილესი დამკვეთია.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო დანიშნულების Starlink-ის მიმღებებმა მუშაობა შეწყვიტეს, როდესაც ისინი სწრაფად მოძრავ ობიექტებზე იყო დამონტაჟებული. ამან ხელი შეუშალა უკრაინული დრონების გამართულ მუშაობას, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეში ნავიგაციისა და მართვისთვის ბორტზე დამონტაჟებულ სისტემებში ამ მიმღებებს იყენებენ.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა გაართულა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ძალებსა და ლოგისტიკაზე დარტყმების განხორციელება, ასევე შეაფერხა იმ დრონების მუშაობა, რომლებიც რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვინაიდან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება, სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება ან პრეზიდენტი განსაზღვრავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს