საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტოფ შპეტთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენლობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს დელეგაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს პროკურატურისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენლობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს