ურსულა ფონ დერ ლაიენი - ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ - ერთი რამ აბსოლუტურად ცხადია: სანქციებს არ მოვხსნით, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს!

ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ. ერთი რამ კი აბსოლუტურად ცხადია: სანქციებს არ მოვხსნით, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღე მიმდინარეობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, განუცხადა, რომ უკრაინამ შეძლო და ევროკავშირთან მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერის გახსნას მიაღწია.

“მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის რადას, პარლამენტს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც კლასტერების გასახსნელად საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის გაწიეს. ახლა ჩვენი მიზანია წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერიც გავხსნათ და აქტიურად შევუდგეთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც გაწევრიანებისთვის აუცილებელია”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის წინ იმ ფონზე, როცა რუსეთი ყველაფერს აკეთებს ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.

“რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ზამთრისთვის მზადებაზე - იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთარში. რუსეთი ყველაფერს აკეთებს ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, მაგრამ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ისევე როგორც წინა ზამთრების დროს. ერთად გადავლახავთ ამ სიძნელეებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ვხედავთ, რომ რუსეთს ის არ დაუცავს - არც ერთი წუთით. პირიქით, რუსეთმა ესკალაცია გაამწვავა, ამიტომ ჩვენც უნდა გავაძლიეროთ მასზე ზეწოლა. ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე ვმუშაობთ. ერთი რამ კი აბსოლუტურად ცხადია: სანქციებს არ მოვხსნით, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს და ბოლოს, განვიხილავთ თქვენს ფინანსურ, საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებს - არა მხოლოდ 2026 წლისთვის, არამედ მომავალი, 2027 წლისთვისაც”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს