ეუთო-ს თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს - რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს

დღეს მოგვიანებით შევხდები პრემიერს, ირაკლი კობახიძეს - საგარეო საქმეთა მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ლუგანოში, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ლუგანოში ისე თბილად, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს,- ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნასიო კასისმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა პროგრესის მიღწევა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

„მე დღეს მოგვიანებით შევხდები პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. საქართველოს და შვეიცარიას აქვთ საერთო მეგობრობის და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი პარტნიორობის, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ.

ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძლიერი კავშირები ათწლეულების განმავლობაში, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური. მრავალი კავშირი დამყარდა ხალხებს შორის.

დღეს საუბრის თემა იყო მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

ვაჭრობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს. შვეიცარიის ექსპორტმა 190 მილიონს მიაღწია. ეს არ გახლავთ უზარმაზარი ციფრები, მაგრამ უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ დავაშენოთ არსებული კავშირები, კიდევ უფრო დავაახლოოთ ქვეყნები.

მეორე ელემენტია ნდობა. ის ჩვენი ურთიერთობის ცენტრშია. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ნდობის არის შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ 2009 წლიდან. მრავალი წელია, ეს ასახავს ნდობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის“,- აღნიშნა კასისმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს