16 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ქართველი კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის სავიოლინო კონცერტის მსოფლიო პრემიერა.
ნაწარმოების ფინალში, სადაც სოლო ვიოლინოსთან ერთად პოლ ვერლენის „სატურნული“ ლექსების სტროფები გუნდთან ერთად ჟღერს, მუსიკა შემოდგომის სევდიდან და შემოქმედის მარტოობის განცდიდან თანდათან იმედის კუნძულისკენ მიემართება. ეს არის ნუგეში ყველა ხელოვანისთვის.
საღამოში მონაწილეობს ოპერის ორკესტრი და ოპერის გუნდი. საპრემიერო საღამოზე სცენაზე ქართველ ვარსკვლავებთან ერთად - ვერიკო ჭუმბურიძე, ირინა შერაზადიშვილი, ზაალ ხელაია და იოსებ ჯუღაშვილი - მონაწილეობენ დებიუტანტები: ამირან მენოგნიშვილი და ლუკა კაპანაძე.
ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კულტურის წინსვლისთვის.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
(R)