4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან დაკავებული გიორგი ტალახაძე საპატიმროს დატოვების შემდეგ - ყველაფერი მართალია: ციხეში ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია! ზოგი მწერის სახელი არ ვიცოდი და ახლა გავიგე, მანდ რომ ვნახე

ყველაფერი მართალია: ციხეში ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია! ზოგი მწერის სახელი არ ვიცოდი და ახლა გავიგე მანდ რომ ვნახე, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულების დატოვებისას განაცხადა.

როგორც გიორგი ტალახაძემ აღნიშნა, “ციხეში ყოფნა მარტივი არ არის“.

„გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, ყველას მინდა გადავუხადო მადლობა და მალე დაეტოვებინოთ ეს საძაგელი კედლები. ციხეში, როგორც მოგეხსენებათ, [პირობები] ცუდია.

ყველაფერი მართალია: ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია! ზოგი მწერის სახელი არ ვიცოდი და ახლა გავიგე, მანდ რომ ვნახე",- განაცხადა გიორგი ტალახაძემ „ტვ პირველთან“.

საპატიმროს დატოვებისას კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მსჯავრდებულმა კახა კვაჭანტირაძემაც.

როგორც კახა კვაჭანტირაძემ აღნიშნა, „ზოგჯერ ტაქტიკური უკან დახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“.

„მოკლედ ვიტყვი - „ქოცობა“ ტეხავს. ყველა პოლიტპატიმარს და წესიერ ადამიანს ვუსურვებ თავისუფლებას. ადამიანები ელოდებიან ამნისტიას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია პატიმარი, რომლებიც პატიმრობას უსამართლოდ თვლიან.

ზოგჯერ ტაქტიკური უკან დახევა საჭიროა სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. ეს სტრატეგიული მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო. მთავრობა, რომელსაც მეგობრები აქებენ და მტრები აგინებენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, პირიქით ხდება“,- აღნიშნა კახა კვაჭანტირაძემ.

ინფორმაციისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა რამდენიმე მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა.

ისინი გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. მათ შორის არიან კახა კვაჭანტირაძე, გიორგი ტალახაძე და სხვები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს