ეუთო-ს აქვს სამი როლი, ესენია: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის შესაძლებლობას ქმნის. იცით, რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს ჟენევაში და მოიცავს განხილვებს გაერო-სთან, ევროკავშირთან, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% ის ოკუპაციის საკითხში ეუთოს როლს ეხებოდა.
როგორც იგნაციო კასსიმ აღნიშნა, ეუთოს წვლილი შეაქვს ჟენევის საერთაშორისო დიალოგში და მხარეებმა უნდა მოაგვარონ პრობლემები ერთმანეთთან საუბრის შედეგად.
„დიალოგი, [ჟენევის მოლაპარაკებები] ალბათ, წარმატებული არ არის, თუ შევადარებთ იმ საკითხს, რომ პრობლემა კვლავ არსებობს, მაგრამ საჭიროა ეს ფორმატი? მე გეტყვით, რომ აუცილებელია. უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელი. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. ეს გახლავთ ეუთო-ს პირველადი ამოცანა და ეუთო-ს წვლილი შეაქვს ჟენევის საერთაშორისო დიალოგში. მხარეებმა უნდა მოაგვარონ პრობლემები ერთმანეთთან საუბრის შედეგად.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ეს გახლავთ მეორე ზომა. ამ ფორმატში განიხილება დაძაბულობის, გადაადგილების თავისუფლებისა და შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილების საკითხები. ეუთო ამ პროცესშიც არის ჩართული. მეორე თემა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მას გააჩნია ანალოგიური საკითხები, როგორც პირველს.
ბოლო მაგრამ არა უკანასკნელი, ეს არის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფება ელჩი კრისტოფ პეტი, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რა როლი აკისრია მას? მისი მთავარი როლი არის დიალოგის მხარდაჭერა და პრობლემის სხვადასხვა შრეების მოგვარება.
მაგალითად, პრობლემა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ვაკვირდებით დისკუსიებს, ვაკვირდებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გვაქვს პრობლემა ამ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც გაამარტივებს და მხარს დაუჭერს დიალოგს სხვადასხვა ადამიანებს შორის. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ინსტიტუტი არის პასუხი პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ საბოლოო ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.