პრემიერი - ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები მათი წარსულიდან, აწმყოდან და გეგმებიდან გამომდინარე - ვფიქრობ, საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს სასამართლოში

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არგუმენტებისგან ხარ მთლიანად დაცლილი და მათაც არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, რასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს.

პრემიერი, ასევე, გამოეხმაურა „ლელო- ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ „დღეს საერთაშორისო მეგობრებს დახმარებისთვის მიმართეს“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ სჯობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე ორიენტირდნენ და არა „საზღვარგარეთ საკუთარი პატრონების“.

„მე მათ ადგილას ვიქნებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის სასამართლოში წარდგენილი. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში ძალიან მარტივი საკითხია დასმული - იცით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები, თეორიულად, ან ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის ის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში, რასაც ვხედავთ, ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან, შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვადგენთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ. მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, ადასტურებდნენ ყოველი ქმედებით და განცხადებით საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არგუმენტებისგან ხარ მთლიანად დაცლილი და შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო სარჩელის პარალელურად ქუჩის აქციებს აანონსებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ძალებს არსად არ აქვთ შანსი და შესაბამისად, ხან ერთ ქმედებას აანონსებენ, ხან-მეორეს.

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე - არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე. ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს