ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს გაფართოებულ ფორმატში - პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა და მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის შიდადემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს.
“ჩვენ პერიოდულად პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით ხოლმე. ბოლო შეხვედრიდან გავიდა საკმარისი დრო და მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია, პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე და პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა და მსჯელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებს საზოგადოება ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს გაფართოებულ ფორმატში. უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე, უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ახლა იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ასე რომ, ეს არის ის შიდადემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.