ნიკა გვარამია - „იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ახალი თანამფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა.

გვარამია, მიიჩნევს, რომ ნათია სონღულაშვილი „იმედის“საინფორმაციოს უფროსის თანამდებობასაც დატოვებს.

“იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს იმედის საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ.

ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან" მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედის” 25 % წილის მესაკუთრე მაგდა ანიკაშვილი გახდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ნათია სონღულაშვილმა მისი წილი 10 % მაგდა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა. დოკუმენტები საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში, დღეს, 16 ოქტომბერს გაატარა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს