სამოქალაქო აქტივისტის, თამუნა გიორგაძის ინფორმაციით, გიორგი კირვალიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე იყო დაკავებული, 7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე, კვლავ დააკავეს.
როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი კირვალიძეს მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.
„გიორგი კირვალიძე დააკავეს 7 - დღიანი პატიმრობის მოხდის მერე გურჯაანის იზოლატორის დატოვებისას. მას ედავებიან მოსამართლის შეურაცხყოფას და ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება“,- აღნიშნავს თამუნა გიორგაძე.