მასუდ პეზეშკიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე - გვჭირდება მკაფიო და გამჭვირვალე ჩარჩოები ურთიერთობების განსავითარებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთა შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და თბილისს ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად გამჭვირვალე ჩარჩოები და გრაფიკი სჭირდებათ, - ინფორმაციას ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მზარდი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირების პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადაყვანის აუცილებლობას.

„ირანის წინააღმდეგ დაწესებულ აშშ-ის სანქციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ზომებად შეაფასა, ირანზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმებს კი გაუმართლებელი და არაადამიანური ქმედებები უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და უარყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცრუ პროპაგანდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ზეწოლას არ დაემორჩილება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნების მიმართ მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს და ეწინააღმდეგება მათ საშინაო საქმეებში ნებისმიერ გარე ჩარევას. ორი ქვეყნის გეოგრაფიულ და კულტურულ კავშირებზე მითითებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და დიპლომატიურ სამსახურებს შორის კოორდინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროებში საერთო ინტერესების გამოკვეთას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს მასუდ პეზეშკიანიც.

„გვჭირდება მკაფიო და გამჭვირვალე ჩარჩოები ჩვენს შორის ურთიერთობების განსავითარებლად”, - წერს ირანის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიან შეხვდა. შეხვედრა ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს