პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადგაზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" და "პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს