უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ლაშა ბროლაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპულ მებრძოლს აეროპორტში ოჯახის წევრების გარდა, რიგითი მოქალაქეები დახვდნენ, რომლებმაც ბროლაძის ხსოვნას ადგილზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ლაშა ბროლაძეს ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში დაკრძალავენ.