პროკურატურა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პირს, რომელმაც დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, მისი მითითებების და დავალებების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, არასრულწლოვან გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა.

„მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შეამტვრია მისი საცხოვრებელი ბინის კარი და შიგნით შეაღწია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი დამწაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 11 პრიმა 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს