ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმებია გამოყენებული და ეს ფაქტი, ვერ იქნება პატიმრობის გამოყენების საფუძველი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმებია გამოყენებული და ეს ფაქტი, ვერ იქნება პატიმრობის გამოყენების საფუძველი.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე, პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის მიერ გაჟღერებული ფაქტის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ბილანიშვილი დაახლოებით, 30-ჯერ არის დაჯარიმებული 1500-2000 ლარით, ავტომანქანის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო. ხარებაშვილის თქმითვე, ბილანიშვილს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი და იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს.

ადვოკატის განცხადებით, რადგან ჯარიმის გადახდა არ მოხდა, არ ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა. მისივე თქმით, ამ ბრალის საპირწონე ციხეში წასვლა არაა. ადვოკატმა სასამართლოს ბილანიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა და ალტერნატივის სახით 3000-ლარიანი გირაოს გამოყენება სთხოვა.

ამასთან, ვატო და შოთა ყიფიანების ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით, ბრალდების მხარეს უბრალოდ სურს, რომ სამივე პიროვნება იყოს პატიმრობაში, რაც მისივე შეფასებით, არაკანონიერი და არაპროპორციულია.

პროკურორმა რეპლიკით ისარგებლა და განაცხადა, რომ ადამიანს როცა არ აქვს ჯარიმის გადახდის საშუალება, ეს სხვა საკითხია და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა დააპატიმრონ ადამიანი, მაგრამ სხვა საკითხია, როცა პიროვნება მეორე, მესამე დღეს იმავეს იმეორებს.

„არ დაგვაპატიმროთ მაშინ", - მიმართა ყიფიანმა პროკურორს. იქვე ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, რომ „აგროვებენ ჯარიმის თანხებს გადასახდელად", რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ „გადახდაზე კი არ არის საუბარი, არამედ ერთი და იმავე ქმედების გამეორებაზე".

ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროსა” და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს