ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან

ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას, თითქოს მისთვის პუტინთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან.

„ჩემთან უფრო რთულია ვიდრე პუტინთან… და მასთან უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან. ჩემთვის ტრამპთან. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ყოველთვის ვპოულობთ თემებს განხილვისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მე მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელი ერის ინტერესებს ვიცავ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტად ომის დასრულება და მოლაპარაკებები რჩება, მაგრამ პუტინს არანაირ ფორმატში არ სურს მოლაპარაკებები.

„ის სიტყვებით თამაშობს. ეს უბრალოდ გამოიყურება როგორც ომის დასრულების რეალური სურვილის პაროდია. მას არ სურს ომის დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომ მისთვის დონბასიც ცოტა იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს