პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თითქოსდა, ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმების და შესაბამისი მოგების განაწილების დაპირებით, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხას.

„წარსულში სხვისი ქონების მითვისებისთვის ნასამართლევმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დაზარალებულს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდუქცია დაუკვეთა და დაჰპირდა, რომ ღირებულებას, მიწოდებიდან მალევე გადაუხდიდა. ბრალდებულმა აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად მიისაკუთრა, ვალდებულება კი არ შეასრულა.

ბრალდებულებმა დაზარალებულებს 950 000 ლარის ზიანი მიაყენეს, რის შემდეგაც მიიმალნენ და საქართველოს დატოვეს.

ორივე პირს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს