უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს.
კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“ - Starshield-ის - უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.
„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია ეს ილონი [მასკი] იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო”, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისთვის და დრონების მართვისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან იყო გაცემული.