ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ დასკვნებშია ნათქვამი.
„ევროპული საბჭო ხელახლა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, და განსაკუთრებით ორმხრივი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდებით. კონკრეტულად, ის [ევროპული საბჭო] მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რომელსაც რუსეთს, სხვებთან ერთად, აწვდიან ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა", - ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.