The Telegraph - უკრაინისთვის Starlink-ის შენელების იდეა დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიაწოდა

უკრაინისთვის Starlink-ის შენელების იდეა დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპი დაეთანხმა მასკის წინადადებას, რამაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გზა გაუხსნა Starshield-ის - სატელიტური კავშირის სისტემის სამხედრო ვერსიის - სიჩქარის შენელებისკენ.

14 ოქტომბერს მასკმა უარყო Starlink-ისადმი წვდომის შეზღუდვაზე თავისი პასუხისმგებლობა და ამაში თეთრი სახლი დაადანაშაულა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვები შემოღებულ იქნა ამერიკელი სამხედროების და საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტის, მიერ“.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, იმის შემდეგ, რასაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვის გამო „სისხლიანი ღამე“ უწოდეს, ილონ მასკი შეშფოთებული იყო ევროპელი მომხმარებლების მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციის გამო.

16 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ის ან მასკი პასუხისმგებლები არ არიან იმაზე, რომ უკრაინამ Starlink-ზე წვდომა დაკარგა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ამ შეზღუდვების მიზეზები საჯაროდ არ განუმარტავს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს