ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი - დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელის მხარეს დგას

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელის მხარეს დგას, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) სოციალურ ქსელში წერს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონის“ თანაავტორი, რიჩარდ ბლუმენტალი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას ეხმაურება, რომლითაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.

„დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელისა და რუსული ომის მანქანის ხელშემწყობთა მხარეს და ამერიკელების უმრავლესობის, კონგრესის ორივე პალატაში მათი წარმომადგენლებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ დგას“, - წერს ბლუმენტალი X-ზე.

მისი თქმით, ტრამპის ბრძანებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.

„ეს მთლიანად ვლადიმერ პუტინისთვის ფეხქვეშ გაგებას ეხება. ვიმედოვნებ, ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები ამ ლაჩრული ნაბიჯის დასაგმობად შემომიერთდებიან“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს