ლევან ჟორჟოლიანი - სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული

სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, შარშან, დაახლოებით, 50 %-მა გააგრძელა საქმიანობა საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, ნაწილს სტაჟირების ვადა გაუხანგრძლივდა, 160-ს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა, ხოლო 40-მა მათგანმა კონკურსი გაიარა და საჯარო მოხელე გახდა.

„ძალიან დიდი პროგრამაა - 364 უწყება არის მასში ჩართული, ასევე თვითმმართველობები. ჩვენ ვთხოვეთ თვითმმართველობებს, რომ აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ვინაიდან რეგიონებშიც, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო მეტი შესაძლებლობა, რომ გაევლოთ სტაჟირება. თბილისში, იცით, რომ ძალიან ბევრი უწყება არის თავმოყრილი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ნაწილში, ასევე სსიპ-ები, სახელმწიფო კომპანიები, ძალიან ბევრი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სადღაც 3 500 ვაკანსია. გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური. ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის დილის" ეთერში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს