ვოლოდიმირ ზელენსკი - იმ დროს, როდესაც რუსებმა ჩვენს ენერგოსექტორზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, სამწუხაროდ, ამერიკაში „ლინდსი გრემის კანონის“ სრულად უგულებელყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული

იმ დროს, როდესაც რუსებმა ჩვენს ენერგოსექტორზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, სამწუხაროდ, ამერიკაში „ლინდსი გრემის კანონის“ სრულად უგულებელყოფის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ლინდსი გრემის კანონს“ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე მნიშვნელოვანი ზეწოლა უნდა მოეხდინა.

„ამ კანონს უზარმაზარი დახმარების გაწევა შეეძლო და ახლაც შეუძლია! თუმცა საჭიროა, რომ მან რეალურად იმუშაოს და ამისთვის მისი მხარდამჭერი თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთს ზამთრის წინ უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა სურს.

„ამას შესაჩერებლად ზეწოლაა საჭირო. აშშ-ის სანქციების შეჩერება, აგრესორზე ზეწოლის შესუსტება, პუტინის ფინანსური წახალისება - ეს ყველაფერი მას შემდგომი თავდასხმებისკენ უბიძგებს. პოზიციები არ უნდა დავთმოთ და ომის დასრულების მცდელობა უნდა გავაგრძელოთ. პუტინს არ უნდა მივცეთ მიზეზი, რომ ის დაუსრულებლად გააგრძელოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს