„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
მანამდე, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
პარალელურად, „ქართული ოცნების" ოფისთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს ლოზუნგით: "საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ".
სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.