„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან.
ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულებით შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მიიღეს პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება.
„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.