ირაკლი კობახიძე - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე მაქვს პირველადი ინფორმაცია და არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება - საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობაიძის განცხადებით, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით აქვს პირველადი ინფორმაცია., რომლის თანახმად, „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას აღნიშნულ ხარჯებზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ.

„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს მთავრობის ადმინისტრაციიდან. პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესია და არაერთი განცხადება იყო, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სრული, დეტალური ინფორმაცია გაუზიაროთ საზოგადოებას და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა.

„ჯერ თქვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას და თუ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს